ჩვენს შესახებ

ტურისტული კომპანია DreamVoyage გთავაზობთ დაუვიწყარ, ზღაპრულ მოგზაურობას საქართველოში, სადაც პროფესიონალთა გუნდის მიერ შექმნილი თავგადასავლები მოგცემთ საშუალებას გაიცნოთ ქვეყნის მდიდარი კულტურული მხარე, დატკბეთ განსაცვიფრებელი პეიზაჟებით და შეიგრძნოთ ნამდვილი ქართული - თბილი, სტუმართმოყვარეობა. ჩვენი გუნდი სიღრმისეულად იზიარებს საქართველოს სიყვარულს, და მზად არის გაგიზიაროთ მისი საოცრება თქვენც.

ტურისტულ ინდუსტრიაზე დაკვირვებით, ადგილობრივი ბაზრის შესწავლითა და მოთხოვნების ანალიზის მიხედვით, ჩვენ განვავითარეთ ჩვენი უნარები ტურების დაგეგმვისა და ორგანიზების მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მოგზაურის ხასიათს და ინტერესს, არ აქვს მნიშვნელბა ხართ ისტორიის მოყვარული, თავგადასავლების მაძიებელი, ბუნების მოყვარული თუ კულინარიის მცოდნე, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მარშრუტი თქვენი მოხეტიალე ლტოლვის დასაკმაყოფილებლად.

ჩვენი მცოდნე და მეგობრული გიდები არიან ადგილობრივები, რომლებმაც კარგად იციან რა არის საქართველოს სიყვარული და მისი საგანძური. ისინი გაგიწევენ მაღალი დონის მეგზურობას თქვენს მოგზაურობაში, მოგიყვებიან ქვეყნის ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე, მათთან ერთად კი მთელი გუნდი იმუშავებს თქვენთვის შესაბამისი განწყობისა და ხასითის შექმნაზე.

ჩვენ გვესმის, რომ ყველა მოგზაურს განსხვავებული მოთხოვნები და სურვილები აქვს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ტურების ფართო არჩევანს, დაწყებული მშვიდი დასასვენებელი ექსკურსიებიდან - ადრენალინით სავსე თავგადასავლებამდე. იკვლევთ თბილისის უძველეს ქუჩებს, სეირნობთ კავკასიონის მთების სილამაზეში, თუ ტკბებით უგემრიელესი ქართული სამზარეულოს დაგემოვნებით, ჩვენ მოვამზადებთ თქვენზე მორგებულ მოგზაურობას, რომელიც გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს.

კომპანია DreamVoyage ამაყობს უნაკლო, მაღალი ხარისხის სერვისის გაწევით, გვიგულეთ თქვენს სამსახურში დაკავშირებიდან -დამშვიდობებამდე. ჩვენ ვზრუნავთ და ვუზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მოგზაურობა იყოს სრულყოფილი, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ყველა შესაძლო შეფერხება და წარმოშობის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას ნებისმიერი ხარვეზი.

ჩვენი სრულყოფილებისადმი სწრაფვა და საქმისადმი ერთგულება უკვე იმსახურებს უთვალავ ნდობას, ჩვენი გუნდი მზად არის მოაწყოს თქვენთვის სასურველი, საოცნებო მოგზაურობა საქართველოში და გაგიზიაროთ მისი ჯადოსნური სამყარო, ასე რომ, შემოგვიერთდით, ტურისტული კომპანია DreamVoyage გიწვევთ ამ არაჩვეულებრივ მოგზაურობაში, საქართველოს მრავალფეროვან პეიზაჟებში, მომხიბვლელ ისტორიაში და გულთბილ ხალხში, სადაც ჩვენი გუნდი იქნება თქვენი მასპინძელიც, მეგობარიც და კომპანიონიც

მოდით ერთად შევქმნათ დაუვიწყარი, საოცნებო მოგზაურობა და მოგონებები საქართველოზე, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე თბილად გაგყვებათ.

დაგვიკავშირდით

Separate email addresses with a comma.